Wednesday, November 19, 2014

მე-9 დღე

დღეს დავასრულეთ პორტფოლიო. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და ჩვენს ტრენერს ბატონ სერმან მურჯიკნელს..

მე-8 დღე

გავეცანი საავტორო უფლებებს, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მივიღეთ სათანადო ინფორმაცია. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.

მე-7 დღე

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.  პროექტის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები დავწერეთ

Saturday, November 1, 2014

მე-6 დღე

დღეს მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია. მოვამზადეთ ჩვენი პროექტის შესაბამისად საკვანძო კითხვები.

Sunday, October 26, 2014

დღე მეხუთე

ინტერესით ველოდებოდი დღევანდელ ტრენინგს ვიცოდი, რომ საინტერესო იქნებოდა დღევანდელი დღეც. გავეცანით  და შევისწავლეთ ინტელი- პროექტის გეგმის შაბლონი.

Tuesday, August 16, 2011

საწავლო პროექტი -ქართული ენის ფესვები



პროექტის სახელწოდება: ქართული ენის ფესვები
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ქართული ენის წარმოშობა, მისი ადგილი მსოფლიო ენათა შორის. მისი მნიშვნელობა და ღირებულება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი უკეთ შეისწავლონ ქართული ენის ისტორია. გაეცნობიან და დაიცავენ ენის სიწმინდეს.
პროექტის მიზნები: ქართ.ენის ისტორიის შესწავლა საფუძვლიანად. ენის სიყვარულის გაძლიერება. სურვილი სხვა ენის შესწავლისა .კომუნიკაციის უნარის განვითარება, საძიებო სისტემაში უნარ-ჩვევების დახვეწა.
პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება, დისკუსიების გამართვა ესეების დაწერა ნამუშევრების განთავსება ბლოგში: სლაიდ-შოუს შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 13-დან 15წლამდე.
ვადები / ხანგრძლივობა:3-კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეარჩევენ თემას ზეპირი გამოსვლისათვის.გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ლიტერატურა, word- ი, pover-pointi .
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები შეარჩევენ თემას.
მოიძიბენ საიდან მოდის? ევოლუციის რა ეტაპებს გაივლიდა და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას. საქართველოს გარეთ რომელ ტერიტორიებზე გვხვდება გვხვდება ქართული დიალექტები? რომელი წლით თარიღდება ქართული ენა.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები.
პირველი ნაწარმოები როდის დაიწერა?
რომელ საუკუნეში დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი?
მერამდენე ადგილი უჭირავს ქართულ ენას. რამდენ პირიანია ქართული ზმნა? არსებობს თუ არა მდედრობითი და მამრობითი.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართ. ლიტ. გაიღრმავებენ ცოდნას. ისტორია-ისტორიულ მოვლენებბზე პარალელებს გაავლებენ.
შეისწავლიან ქართული ენის ისტორიას. შეარჩევენ თემას ზეპირი გამოსვლისათვის მსჯელობენ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ტექსტის უკეთ გაგებისათვის.
შეადგენენ სლაიდ-შოუს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ანელი ნათენაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natenadzeneli@gmail.com